|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის "მეცამეტე რაიონის" მცხოვრებლებს დეპუტატობის კანდიდატი შეხვდა

"მეცამეტე რაიონებად" წოდებული უბნები ჭიათურაში, დასახლებები, სადაც არ არის გზა, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ტრანსპორტი.

ამგვარ დასახლებაში მცხოვრებლებს „ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი შეხვდა.

ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბარში განაცხადეს, რომ მისი სჯერათ და  საპარლამენტო არჩევნებში თეიმურაზ გაფრინდაშვილის გვერდით დგანან. მაჟორიტარობის კანდიდატმა კი მოსახლეობას პირობა მისცა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას არ გაექცევა და თითოეული ჭიათურელი მისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას იგრძნობს. 

“ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ. დიდი ხანია მიტოვებულია ჩვენი უბანი. დამოკიდებული ვართ მხოლოდ საბაგიროზე. როგორც კი გამოირთვება საბაგირო, იმ წუთში ჩერდება მთელი უბანი. პური რომ პურია, ადამიანს ის ვეღარ ამოაქვს. წყალი არ გვაქვს, გაზი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს. დენი ხანდახან ისე გამოირთვება, ერთი კვირა არ გვაქვს,“ - აცხადებს ტიტე ჯაფარიძე. 

„ფაქტიურად, ეს უბნები არ გრძნობენ თავს ქალაქის ნაწილად. მოსახლეობა  სამართლიანადაც თვლის, რომ დავიწყებულები არიან ხელისუფლებისგან. მე ვპირდები ამ ადამიანებს, რომ ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში მათ მსგავსი ინფრასტრუქტურული პრობლემები აღარ ექნებათ და არ იქნებიან დავიწყებულები,“ - განაცხადა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა