|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძალიან კმაყოფილი ვარ მსახიობებით, ფოტოებით ავარჩიე და გამიმართლა"

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის პრემიერაა. სპექტაკლი  ,,ჭკუისა მჭირს" მცირე სცენაზე გაიმართა.  ცნობილი ვოდევილი  ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით  ახალგაზრდა რეჟისორმა გიგი ლორიამ დადგა. 

როგორც რეჟისორი აცხადებს, სპექტაკლი განსხვავდება ყველა იმ წარმოდგენისაგან, რომელიც ამ პიესის მიხედვით დაიდგა.

"მე ნანახი მაქვს ვოდევილები, ეს პიესაც მინახავს სხვადასხვა თეატრში, მაგრამ ეს არის განსხვავებული ყველასაგან. ჩემი გადაკეთებულია პიესა, შეცვლილია ტექსტები, ციცხალი მუსიკა ჩემი შემოტანილია. დარწმუნებულია ვარ, ეს მუსიკა რაც არის, მხოლოდ სპექტაკლში არ დარჩება და გავა აქედან"- განაცხადა გიგი ლორიამ.

რაც შეეხება მსახიობებს, რეჟისორი აცხადებს, რომ მათი ნამუშევრით კმაყოფილია. 

"ძალიან კმაყოფილი ვარ მსახიობებით, მე პირადად არ ვიცნობი მათ და არანაირი ურთერთობა არ მქონდა ქუთაისთან და არც მესხიშვილის თეატრთან,  მსახიობები ავარჩიე ფოტოებით, ძალიან გამიმართლა და კმაყოფილი ვარ შედეგით"- განაცხადა გიგი ლორიამ.
მესხიშვილის თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის განცხადებით, თეატრი ყოველთვის აძლევს შესაძლებლოაბას ახალგაზრდა რეჟისორებს. 

სპექტაკლის მუსიკის ავტორია ცნობილი კომპოზიტორი გიორგი ჩლაიძე, სპექტაკლში გამოყენებულია ასევე Michailo-ს მუსიკა.  
სიმღერების ტექსტის ავტორია ოთარ ანდღულაძე, ქორეოგრაფი - სალომე ფილიშვილი, მხატვარი - თეო კუხიანიძე, ტექნიკური რეჟისორი - ინგა მესხორაძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ : ტასო - ანა ჩოგოვაძე, ბოქაული - იოანე იმედაძე, ბოქაული - ნიკა კობახიძე, სტუდიის მეპატრონე - კოტე რობაქიძე, მუსიკოსები: კლავიში - ბეგი ნიკოლეიშვილი, ვიოლინო - თათა თევზაძე, დასარტყმელი საკრავი - თორნიკე კერესელიძე.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე