|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭოგნარის მოსახლეობა რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

თერჯოლის მუნუციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობა აქციით გააპროტესტა. ადგილობრივებმა  საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის უფლება მათ პოლიციამ არ მისცა.

 ადგილობრივები დღეს იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც ერთ თვეში ნაგავსაყრელის მშენებლობა უნდა დაიწყოს. მათ ადგილზე სიმბოლურად ჩალაც მიიტანეს და აცხადებდენენ, რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება და ის უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. 

მოსახლეობას სოლიდარობას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია უცხადებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ნაგავსაყრელისათვის ალტერნატიული ადგილი უნდა შეარჩიოს.  

ქუთაისის მიმდებარედ რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის  პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. 

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა მარტში უნდა დაიწყოს და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.  ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტებით მოეწყობა და დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა