|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

წყალტუბოში არასრულწლოვანმა 18 წლის ახალგაზრდა მოკლა

წყალტუბოში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 18 წლამდე ახალგაზრდა მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით  1999 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

დაჭრილი ახალგაზრდა დაახლოებით ღამის 2 საათზე  ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს.

 ექიმის განცხადებით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა