|
  • EUR 1 = GEL 3.4673
  • USD 1 = GEL 3.0614
|

წყალბურთში ქუთაისის გარდამავალი თასი უნგრეთმა მოიპოვა

წყალბურთში ქუთაისის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად, ტურნირი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.  ფინალში ერთმანეთს ქუთაისის და უნგრეთის რესპუბლიკის ქალაქ სომბათჰეის გუნდები დაუპირისპირდნენ.

საერთშორისო ტურნირში სულ 6 გუნდი მონაწილეობდააღსანიშნავია, რომ სომბათჰეის გუნდი ერთ-ერთი წარმატებული და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. სპორტული ღონისძიების დახურვას „ლაგუნა ქუთაისის“ ბაზაზე ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ტურნირი ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთინებამ დააფინანსა.

ქუთაისის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად ბრძოლა მესამედ გაიმართა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.56%
უარყოფითად - 40%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.44%
სულ - 45 ხმა