|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში გზის გაწმენდის სამუშაოები ამ წუთშიც მიმდინარეობს - ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წყალდიდობის მიუხედავად, ამ დროისათვის რეგიონში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის. 

მისი თქმით, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. 

"უხვმა ნალექმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. რამდენიმე მონაკვეთზე ჩაიხერგა გზა, ზოგან დაიტბორა სავარგულები. 

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობდა და ამ წუთშიც მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. არსად არის ჩახერგილი გზა და დღის განმავლობაში, თუ სადმე პრობლემა შეიქმნება, ჩვენ მყისიერად იქ ვიქნებით", - განაცხადა შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, უხვმა ნალექმა პრობლემები სამტრედიაში, წყალტუბოსა და ხარაგაულში შექმნა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა