|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალმომარაგების კომპანიაში სამსახურების უფროსებმა პოსტები დატოვეს

გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრში საკადრო ცვლილებებია.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით,  ტექნიკური და სადისპეჩერო სამსახურები უფროსები სამსაახურიდან გაათავისუფლეს.
კომპანიის ინფორმაციით,  კოტე ოქროჭელიძემ და ბადრი ჩიტეიშვილმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
 
დაკავებული პოსტის საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებას ადასტურებს კოტე ოქროჭელიძე. მისი განცხადებით, მის წასვლას რაიმე სახის უთანხმოებასთან კავშირი არ აქვს. როგორც ის განმარტავს, 37 წლიანი მუშაობის გამო გადაიღალა.
ვაკანტურ პოსტებზე ახალი თანამშრომლები უახლოეს მომავალში დაინიშნებიან. ასევე თანადებობა დატოვა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო რამიშვილმა.
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი