|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბო ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი გახდა

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის  წევრები - UNESCO პროექტის "ევროპის დიდებული სპა-კურორტები" გენერალური მდივანი პოლ სიმონსი და ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი "Crecente Asociados“ დამფუძნებელი და დირექტორი მარიო სკესენტე წყალტუბოში იმყოფებიან. მათ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე,  წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და ბალნეოკურორტ წყალტუბოს ხელმძღვანელები ხვდებიან.

იმერეთის სამხარეო ადნმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის სრულფასოვანი წევრობა კურორტ წყალტუბოს შესაძლებლობას მისცემს, ორგანიზაციის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს, დანერგოს მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები და გაზარდოს კურორტის ცნობადობა ევროპის და მსოფლიო მასშტაბით. ასევე გაზრდის ცნობადობას სხვა ბაზრებზეც, რაც დამატებითი სტიმული იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის, დაინტერესდნენ წყალტუბოს აღორძინებით.  ასევე განიხილება 2020 წლისთვის ასამბლეის წყალტუბოში ჩატარების პერსპექტივაც.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა კურორტი წყალტუბოს გენერალური გეგმის შედგენაზე მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის დაგეგმარების პროცესში ისეთი ცნობილი კომპანიის ჩართულობა, როგორიცაა „Crecente Asociados“, მნიშვნელოვნად შეუწყობს კურორტის თანამედროვე დაგეგმარებას.

წყალტუბოს გაწევრიანება ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაში დამატებითი სტიმული იქნება როგორც იმერეთის, ასევე ზოგადად საქართველოს სხვა ქალაქებისთვის - ბალნეოლოგიური კურორტებისთვის.

 

ავტორი: ნიუპრესი