|
  • EUR 1 = GEL 3.4673
  • USD 1 = GEL 3.0614
|

წყალტუბოელი ფალავანი ევროპის ჩემპიონი გახდა

  ბულგარეთში, სადაც  ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრებმა 4 ოთხი წონითი კატეგორიიდან სამი მედალი - ორი ოქროს და ერთი ვერცხლი მოიპოვა.

წყალტუბოელი ფალავანი იაკობ ქაჯაია 130 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. მან ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა. ერთ-ერთ მეტოქეს - ლატვიელ უდლის გლაზინის 48 წამში სძლია. 

მეოთხედფინალში გერმანელ კრისტიან ჯონს 8-0 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაური 4-0 დაამარცხა.

ფინალში იაკობის მეტოქე უკრაინელი ვლადისლავ ვორონი იყო, რომელსაც 1:56 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10-2 მოუგო. 

იაკობ ქაჯაიას გარდა საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები გელა ბოლქვაძე -ოქროს მედალი (75კგ. წ. კ. ) , და თორნიკე ჯანგავაძე - ვერცხლი (66 კგ. წ. კ.) გახდნენ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.56%
უარყოფითად - 40%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.44%
სულ - 45 ხმა