|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში, სოფელ სორმონის მცხოვრებლები უგზოობას და გაზიფიცირების პრობლემას აპროტესტებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და ხელისუფლებას უყურადღებიბაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, სოფელში შიდაგზები დაზიანებულია და გადაადგილება უჭირთ. ამასთან, სოფელი გაზიფიცირებული არ არის, ადგილობრივებს კი შეშის მოჭრის უფლებას არ აძლებენ, რის გამოც ზამთარში გათბობის პრობლემა აქვთ.

ადგილობრივების პროტესტს შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

"არაერთი პრობლემა გვაქვს, გზაა არ არის, ვერ დავდივართ, ავტობუსიც კი არ მოდის უგზოობის გამო, თუმცა ამ ზამთარში ყველაზე დიდი პრობლემა, გაზიფიცირებაა. გაზი არ არის შემოყვანილი, შეშის მოჭრის უფლებას არ გვაძლევენ. ზამთარში ვერ ვთბებით, ამ პრობლემების გამო სოფელი დაიცალა. მხოლოდ საარჩევნოდ მოდიან და გვპირდებიან, თუმცა დაპირებად რჩება", - განაცხადეს ადგილობრივებმა.

აქციის პარალელურად შეიკრიბა რამდენიმე ადგილობრივი, რომელთა თქმითაც, სოფელს გზის პრობლემა არ აქვს და გაზიფიცირებაც მალე მოხდება.

სორმონის მცხოვრებთა ბრალდებას არ ადასტურებენ წყალტუბოს მერიაში. მერის მოადგილის ალექსანდრე დადუნაშვილის თქმით, აქცია რამდენიმე მოქალაქემ გამართა, თუმცა მათ კარგად იციან, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები დაგეგმილია და გზა მალე გაკეთდება. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ამბობს, რომ გაზიფიცირება, მიმდინარე წელს დაიწყება, შეშის მოჭრის ნებართავას კი ყველა ადგილობრივი იღებს. მისი თქმით, ტყეკაფი სორმონის მიმდებარე სოფლებშია ნებადართული და მოსახლეობას პრობლემა სიშორის გამო აქვს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა