|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერის შექმნა იგეგმება

იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერის შექმნა იგეგმება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც შპს "ჰერბიას" მიერ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. მინისტრმა რეგიონში სასათბურე კლასტერის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"იმერეთის აგროზონის" სასათბურე კლასტერის შექმნა მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის საექსორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას. ამ მიზნით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომლის შედეგადაც გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება კლასტერის განვითარების კონცეფცია, და გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიწყება სათანადო სამუშაოების განხორციელება". - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შპს ჰერბიამ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილი მოყავთ.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3,000,000 ლარი შეადგინა, აქედან 592,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,050,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

სასათბურე მეურნეობაში წელიწადში დაახლოებით 1200 ტ მწვანილი მოჰყავთ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ხდება. მინისტრმა სასათბურე მეურნეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა.

 ცნობისათვის, კლასტერი კონკრეტულ სფეროში ურთიერთდაკავშირებული ბიზნესის, მიმწოდებელი კომპანიებისა და დამაკავშირებელი ინსტიტუტების ერთიანობას წარმოადგენს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა