წყალტუბოს სოფელ ნამოხვანის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს და ეკალ-ბარდებს უკიდია და ტყის მასივზე არ გავრცელებულა.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე ცეცხლი გუშინ გაჩნდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


14:20
11:35
17:49
16:38
22:02
















