|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა

 წყალტუბოში, პროექტის დასრულების შედეგად, თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. ინფორმაციას იმერეთის მხარეის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
ამავე ინფორმაციის თანახმად, ათეული წლის განმავლობაში, გამწმენდი ნაგებობის არარსებობის გამო, ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. ახალი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი  სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა. 
 წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით, განახორციელა.
რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა