|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

წყალტუბოში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს

წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. დევნილები კორპუსებში ბუნებრივი აირის ჩაჭრის ფაქტს აპროტესტებენ. მათი თქმით, არასწორად დაპროექტებული კორპუსების გამო "სოკარმა" ერთოთახიან ბინებში ბუნებრივი აირი გაფრთხილების გარეშე ჩაჭრა.

ბუნებრივი აირის გარე 48 ოჯახი დარჩა. ადგილობრივების თქმით, რვა წლის წინ ბინებში ბუნებრივი აირი თავად "სოკარმა" დაამონტაჟა და გაუგებარია, ახლა რატომ მოხდა დემონტაჟი.

"რვა წლის წინ დაამონტაჟეს, თუ მაშინ პრობლემა იყო, რატომ ჩაიბარეს ბინები? გვეუბნებიან, რომ უსაფრთხოებას იცავენ, გამოდის, ამდენი წელი საფრთხის ქვეშ ვიყავით. ზამთარი მოდის, როგორ მოვიქცეთ, გათბობა ხომ გვინდა, მივითხოვთ, მოგვხედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია გაგრძელდება"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათ სოლოდარობა  პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულიამ გამოუცხადა. მისი თქმით, თუ პრობლემა ერთ კვირაში არ მოგვარდა, დევნილები გზას გადაკეტავენ.

წყალტუბოში დევნილებისთვის კორპუსები 8 წლის წინ აშენდა. დასახლებაში სამასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

ავტორი: ნიუპრესი