|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში მეოთხე საუკუნის სასწაულთმოქმედი ტაძრის აღდგენა მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუნკურში მეოთხე საუკუნის წმინდა ალერტის ღვთისმშობლის სახელობის საყდრის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ტაძარი  დანგრეულია კომუნისტები მიერ - მე -20 საუკუნის დასაწყისში.  უკვე აღარ მოიპოვება არც ერთი ხატი, რაც ამ ტაძარში ესვენა. ბაზილიკის ტიპის საყდარი ამ დრომდე მხოლოდ ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი, აქამდე აქ არც წირვა-ლოცვა ტარდებოდა.

წყალტუბოს თვითმმართველობის ორგანიზებით აღდგენითი სამუშაოები 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. დარჩენილია მხოლოდ იატაკის მოპირკეთების სამუშაოები. საყდარი უკვე გადაიხურა, ამოყვანილია ტაძის კედლები და სარკმელები. ჯერჯერობით ხელუხლებელია სამრეკლო, სამუშაოების მომდევნო ეტაპზე სამრეკლოს აღდგენაც იგეგმება. აღდგენით სამუშაოებს ფირმა „კირითხურო“ ასრულებს. 

„თითქმის 100 წლის შემდეგ ალერტას ღვთისმშობლოს სახელობის საყდარში პირველი წირვა-ლოცა ჩატარდება. 2 კვირაში კი სოფელ ცხუნკურის მრევლი ალერტის ღვთისმშობლის ეკლესიას აღდგენილს და განახლებულს ჩაიბარებს“ - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი. 

როგორც გამგებელი აცხადებს, ამ თემით პირადად დაინტერედა იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.  „გუბერნატორის ინიციატივით ტაძარის აღდგენა „ქართუს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა“ დააფინანსა, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას,“ -აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა. 

ტაძარში სასწაულთმომქმედი ალერტის წმინდა მარიამის ხატი ესვენა და ხატს ძირითადად ჩვილების ჯანმრთელობას შესთხოვდნენ.
გადმოცემის თანახმად, სოფელში გავრცელებული უცნობი ეპიდემიის გამო ჩვილები (განსაკუთრებით ვაჟები) იღუპებოდნენ. დედებს ამ ხატთან მკვდარი ჩვილები აკვნებით მიჰყავდათ და საყდრის ტერიტორიაზე მარხავდნენ. ალერტას წმინდა მარიამს კი სხვა ცოცხალი ბავშვების გადარჩენას სთხოვდნენ. 
მოგვიანებით, "ალერტობა" სახალხო დღესასწაულად იქცა, რომელიც აღინიშნებოდა შობის შემდეგ, პირველ ხუთშაბათს. 

სტატისტიკის თანახმად "ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მიერ" ქართული ეკლესია–მონასტრების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 5 წელიწადში 38 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.



ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა