|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში მოქალაქეების ინიციატივების განსახორციელებად 150 000 ლარი გამოიყო

წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში საპროექტო ინიციატივების მიღება დასრულდა. მიმდინარე პროცესსა და შემუსულ განაცხადებს წყალტუბოს მაჟორიტარი ცოტნე ზურაბიანი გაეცნო, რომელიც კომიისიის წევრებს შეხვდა. ზურაბიანის თქმით, ეს არის შესაძლებლობა თითოეული ამომრჩეევლისთვის, იყოს ჩართული ქალაქის განვითარების პროცესში.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა განვახორციელეთ წყალტუბოში, სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით. ეს არის შესაძლებლობა თითოეული ამომრჩევლისთვის, უშუალოდ ჩაერთოს ქალაქის განვითარებისა და თვითმმართველობის ეფექტიან ფუნქციონირებაში. პოლონეთის მხარის აქტიური მხარდაჭერით პროგრამა დაიხვეწა და სამომავლოდ, თანამშრომლობის გეგმები დაისახა", - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

სამოქალაქო ბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ჯამში 25 განაცხადი შემოვიდა. მისივე თქმით, სამოქალაქო ბიუჯეტის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

"სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში წყალტუბო პირობითად სამ ზონად დაიყო. თითოეულ ზონაზე გამოვყავით 50 000 ლარი. 25 პროექტი შემოვიდა. 2 ზონა ჯდება მოცემულ თანხაში, ერთი ზონიდან შემოსული საპროექტო ინიციატივების ბიუჯეტი სცდება მოცემულ თანხას, ამიტომ 10 სექტემბრისთვის მოსახლეობაში ჩავატარებთ კენჭისყრას და 16 სექტემბერს უკვე გვექნება სრული სია თუ რომელ პროექტებს განვახორციელებთ " - ზურაბ მაისურაძე, სამოქალაქო ბიჯეტის კომისიის თავმჯდომარე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.

სამოქალაქო ბუჯეტირება წყალტუბშო ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით დაინერგა. ფრაქციის თავმჯდომარის ბადრი პაპავას თქმით, ამ ინიციატივას ადგილობრივების მხრიდან დიდი ინტერეს მოჰყვა.

"სამოქალაქო ბიუჯეტირება წყალტუბოს მუნიციპაიტეტში დაინერგა ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით. ამ პროექტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ჩვენს მოსახლეობაში. პროექტის მიზანია მოქალაქეების ჩართვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, რაც დემოკრატიული პროცესებისთვის მნიშვნელვანი ფაქტორია. მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, საინტრესო ინიციატივებიც შემოვიდა"- განაცხადა ბადრი პაპავამ.

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში შემოსული ინიციატივები წყალტუბოში 2019 წელს განხორციელდება. ჯამში ინიციატივებისთვის გამოიყო 150 000 ლარი. აღნიშნული თანხა წყალტუბოს სამ ზონაზე თანაბრად გაიყო. თითოეეულ ზონას ასათვისებლად გამოეყო 50 000 ლარი. 16 სექტემბერს გახდება ცნობილი მოქალაქეების ინიცირებული თუ რამდენი საპროექტო ინიციატივა განხორციელება და რა კონკრეტულ ინიციატივებზეა საუბარი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა