|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში „ოცნების ხეივანი“ გაიმართა(R)

"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ეგიდით წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, ღონისძიება "ოცნების ხეივანი" გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ სპორტულ ღონისძიებებში, დაეტოვებინათ ფერადი ანაბეჭდები, ენახათ პანტონიმის თეატრისა და ბერიკების შოუ.

ოცნების ხეივანს „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.

კანდიდატმა წყალტუბოელებთან მიმართვა მილოცვით დაიწყო და ადგილობრივებს 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების დღე გაახსენა. მისივე თქმით, 8 ოქტომბერს პარტია კვლავ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.


"ოცნების ხეივანში იყო ბევრი ღიმილიანი სახე და პოზიტიური განწყობა, რაც მე ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაზე მოსვლით წყალტუბოს ახალგაზრდობამ კვლავ გამომიცხადა მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც აუცილებლად იქნება გამართლებული ქართული ოცნების მხრიდან. აქვე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე - 4 წლის წინ, 1 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება. ჩვენ 8 ოქტომბერს კვლავ ერთად გავიმარჯვებთ.“- ამბობს ცოტნე ზურაბიანი.


ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ესწრებოდნენ, რომლებიც წყალტუბოს სხვადასხვა თემიდან იყვნენ ჩამოსულები.

ღონისძიებამ „ოცნების ხეივანი“ შუა ღამემდე გასტანა და ფოიერვერკის ფონზე დჯ-ის მუსიკალური ნომრით დასრულდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა