|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ოპოზიცია ცოტნე ზურაბიანის ბიუროს დაბოქლომებას შეეცადა

ხმაური იყო წყალტუბოში მერიასა და მაჟორიტარი დეპუტატის ცოტნე ზურაბიანის ოფისთან. ოპოზიციონერები ბიუროს პოკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თვმჯდომარის სევერიონ გორდულაძის თქმით, ისინი ბიუროს პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა ხელისუფლებამ მათ მხარდამჭერები, მერიის თანამშრომლები და პოლიციელები დაახვედრა, რომელთაც თავად მოახდინეს პიკეტირება.

გორდულაძის თქმით, პროვოკაციას მაჟოროტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ხელმძღვანელობდა.

ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საკრებულოს და დღეს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. მათი თქმით, ოფისს სიმბოლურად მაინც დააბოქლომებენ.

ბრალდებას არ ადასტურებს ცოტნე ზურაბიანი. მისი თქმით, მოქალაქეები ბიუროში საქმისთვის მივიდნენ და ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებით ცდილობს ბიუროს მუშაობა შეაფერხოს. მისივე თქმით, ცუდია, ოპოზიციამ ვარდებით რომ დაიწყო და ბოქლომებით დაასრულა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა