წყალტუბოში საახალწლოდ 130 100 ლარის პრემია გაიცა
წინასაახალწლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე პრემიის სახით 130 100 ლარი გაიცა.
აქედან, 2017 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე გაცემულია 19 900 ლარის ოდენობით საახალწლო პრემია. ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხა 12-მა თანამდებობის პირმა (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებმა და მერის მოადგილემ) მიიღო.
ჯამში 2017 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიების თანხა 150 515 ლარს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, 20 415 ლარი წლის განმავლობაში ინდივიდუალურად, დამსახურებისა და ზეგანაკვეთური მუშაობის შესრულებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ 38 საჯარო მოხელეზე გაიცა.
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ 54 937 ლარის პრემია გაიცა
სამტრედიის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ 93 216 ლარის პრემია გაიცა
ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა
საახალწლოდ იმერეთის გუბერნიამ 11 570 ლარის დანამატი გასცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი