|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში "ფიფას" სტანდარტების სათადარიგო მოედანი მოეწყო

წყალტუბოში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სათადარიგო მოედანი მოეწყო. ახალი მოედანი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, იმერეთის ვიცე გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორის მოადგილემ – ირაკლი კუპრავამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ახალაძემ დაათვალიერეს.

წყალტუბოს ახალი 7280 კვადრატული მეტრი ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა. ობიექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ააშენა.

"დაიგო, დაიხაზა და მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა გასახდელები, სველი წერტილები, დამხმარე ნაგებობები. მოედნის მიმდებარედ მოეწყო 6500 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოსადგომი, დამონტაჟდა განათების ბოძები. საერთაშორისო სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის სახით, წყალტუბოს კიდევ ერთი თანამედროვე ობიექტი შეემატა. არენა კომფორტულია, როგორც ვარჯიშების, ისე  შიდასაჩემპიონატო მატჩების ჩასატარებლად. ამასთან, იგი მოსახლეობის სპორტით დაინტერესებასაც შეუწყობს ხელს. ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და დაგეგმილ ვადებში, მაღალი ხარისხით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა. მშენებლობაზე 34 ადამიანი იყო დასაქმებული", - ნათქვამია წყალტუბოს გამგეობის პრესსამსახურის მოწოდებულ ინფორმაციაში.

იგეგმება ახალი სტადიონის აშენება, ბუნებრივსაფარიანი მოედნით, რომელიც 3.000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა