წყალტუბოში, სანატორიუმ "ივერიას" ადგილზე 130 ნომრიანი სასტუმრო აშენდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ყოფილი „სანატორიუმი ივერია“ 500 000 ლარად გაასხვისა. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში შპს „ივერია პალასს“ საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა.
საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია უზრუნველყოფს სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 60 ადამიანის დასაქმებას.
წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „ივერიას“ ტერიტორიაზე 130 ნომერის მქონე სასტუმრო აშენდება, რომელშიც განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი და მინიმუმ 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.
bpn.ge
ავტორი: ნიუპრესი