|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში სტადიონის მოწყობის სამუშაოებისათვის ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება

წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის მოწყობის სამუშაოებისათვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოები ითვალისწინებს შემოღობვას, სველი წერტილების მოწყობასა და მაყურებელთა სკამების გადახურვას. აღნიშნულისათვის მუნიციპალიტეტი  456 576 ლარიან ტენდერს NAT180007916 აცხადებს.

სტადიონი წყალტუბოში 26 მაისის ქუჩაზე მდებარეობს. სტადიონის ირგვლის ასევე გათვალისწინებულია სარბენი ბილიკების მოწყობა.

 სამუშაოების შესრულებისათვის განსაზღვრულია ხელშეკრულების დადებიდან 80 კალენდარული დღე.

  საგარანტიო ვადა კი სამუშაოს მიღებიდან ხუთ წელს შეადგენს, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

 ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა,  წინადადებების მიღება 13 ივნისს იწყება და 18 ივნისს მთავრდება. სამუშაოებს სრულად ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს.

წყალტუბოს სტადიონის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ძირითადი სამუშაოები გასულ წლებში ჩატარდა და ის ცენტრალური ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარით დაფინანსდა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა