|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი დემოკრატები" წყალტუბოში სააგიტაციო მასალის დაზიანებას აპროტესტებენ

წყალტუბოში, "თავისუფალი დემოკრატები"  სააგიტაციო მასალის დაზიანებას აპროტესტებენ.  "რამდენიმე დღეა მასიურად ხორციელდება ჩვენი სააგიტაციო მასალების განადგურება. გუშინ სოფელ გეგუთში დაგვიჭრეს გარე ბანერი, ჩამოხეულია ათეულობით პლაკატი და ეს ფაქტები უკვე სისტემურ ხასიათს იღებს. ჩვენ უკვე მივმართეთ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ადგილობრივ პოლიციის სამმართველოს და დაწყებულია მოკვლევა",- აცხადებენ "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს შტაბში.

 "მიუხედავად ასეთი მახინჯი მცდელობებისა, შეგვიშალონ ხელი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში, მოსახლეობაში ჩვენი ცნობადობა და მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება და ძალიან მაღალი რეიტინგით ვხვდებით 8 ოქტომბერს",-აცხადებს წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი ჩეჩელაშვილი. 

ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  წარმომადგენლის, გიზო ბანძელაძის განცხადებით,  ანალოგიური დაფიქსირდა დღეს სოფელ ოფურჩხეთში, ჟონეთსა და რიონში.

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა