|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ. იყო

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს

 

ადგილზე სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობდა.

ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ ამჟამად დევნილები ცხოვრობენ.

 მათი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი სანთელი გახდა, რასაც პენსიონერი ქალბატონები ელექტრო ენერგიის არ ქონის გამო იყენებდნენ. როგორც ცნობილი ხდება,  ელექტროენერგია მათ გადაუხდელობის გამო ახალი წლის წინა დღეებში ჩაუჭრეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი