ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსი თანამშრომლებს თავის ყანაში ამუშავებს
ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსი თანამშრომლებს თავის ყანაში ამუშავებს. ვიდეოს სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" თორნიკე ავალიშვილი ავრცელებს.
" ააიპ ,,დასუფთავება კეთილმოწყობა" დირექტორმა, მძარცველმა თეიმურაზ ფურცელაძემ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა. შარშან და წელს თავისი ყანები დაამუშავებინა თანამშრომლებს, დღეს კი ნაცნობ მეგობრებს ეხმარება, კერძოდ, ზარანში ლალი კიკნაძის ყანა ითოხნება.
დღეს სამუშაო დღეა, თანამშრომლები თავიანთი მოვალეობის შესრულების ნაცვლად, დასუფთავების სპეც. და უაზის ტიპის ავტომანქანებით ყავს გაშვებული თავისი ახლობლის ყანების გასათოხნად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს როგორი მერი, საკრებულოს თავჯდომარე და დეპუტატი ჰყავს, ისეთივეა დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელიც, თემურ ფურცელაძე", - წერს თორნიკე ავალიშვილი.
როგორც დეპუტატმა "ნიუპრესს" განუცხადა, ვიდეო მან პირადად გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. მისი თქმით, ეს პირველი შემთვევა არ არის. სხვა დროს ააიპის დირექტორი თანამშრომლებს თავს ყანაში ამუშავებდა, ამჯერად კი ორშაბათ დღეს სპეციალური ტექნიკით ააიპის თანამშრომლების დირექტორის ახლობლის ნაკვეთში იყვნენ სამუშაოდ მისული.
ბრალდებას არ ადასტურებს ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსი თემურ ფურცელაძე და აცხადებს, რომ მუშაობას არავის აიძულებს, მის თანამშრომლებს კი სამუშაო საათები საღამოს ეწყობათ. თემურ ფურცელაძე არც სამსახურის ავტომობილების არამოზნობრივად გამოყენებას ადასტურებს.
"საღამოს იწყება მათი სამუშაო საათები. დღე, სადაც უნდათ იქ წავიდნენ, ოღონდ სამსახურში ფხიზელი გამოცხადდნენ. მე არავის ვაიძულებ მუშაობას, ეს ტყუილია და არც ავტომობილით გადაადგილდებიან, ამას მე პირადად ვაკონტროლებ"-განაცხადა თემურ ფურცელაძემ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა