|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის გამგებელს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ. კერძოდ, როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში მცხოვრები ქეთევან გიორგაძე აცხადებს, კობა ლურსმანაშვილმა მისი კანდიდატურა დაბლოკა. საკითხი ეხება, კიცხში „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობას, სადაც მენეჯერისა და ოპერატორის თანამდებობებზე შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ცენტრს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტო აშენებს და საზოგადეობისათვის 200-მდე სერვისის მიწოდებას გულისხმობს. ქეთევან გიორგაძის განცხადებით, კონკურსში  მონაწილოება მიიღო და 100-დან 94 ქულა მიიღო, თუმცა გასაუბრებაზე დაბლოკეს, რაშიც კობა ლურსმანაშვილ ადანაშაულებს.

 „კონკურსში წარმატებით მივიღე მონაწილოება. თუმცა, იმის გამო, რომ მე „ნაციონალური მოძარობის“ წევრი ვარ, დამბლოკეს და ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ თანამდებობაზე გამგეობის თანამშრომლის, ვაჟა მაჭავარიანის და, ეკა მაჭავარიანი დანიშნა, რომელმაც 63 ქულა მიიღო. რომ არა გამგებლის დავალება, კომისიის წევრები გადაწყვეტილებას დაბალქულიანი კანდიდატის სასარგებლოდ არ მიიღებდნენ“,-განაცხადა ქეთევან გიორგაძემ, რომელმაც ბრიფინგი „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში გამართა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა