ხარაგაულის მერია მერის ძმას უკონკურსო შესყიდვებს უფორმებენ
გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა "აი, ფაქტი" დაადგინა, რომ კობა ლურსმანაშვილის ძმამ, ზურაბ ლურსმანაშვილმა, როგორც ინდ.მეწარმემ, 2016 წლიდან დღემდე, ხარაგაულის ბიუჯეტიდან 48 000 ლარზე მეტი მიიღო.
"აი, ფაქტი" მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები გამარტივებული წესით, ანუ უკონკურსოდ პირდაპირ შესყიდვებს ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ძმას უფორმებენ.
მასთან უკონკურსოდ აქვს დადებული კონტრაქტები დასუფთავების, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
თავად კობა ლურსმანაშვილი ამტკიცებს, რომ ეს უკანონობა არ არის, რადგან ამ პერიოდში ის პარლამენტის დეოუტატი იყო.
ცნობისთვის, კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის გამგებელი 2013-2016 წლებში იყო, 2016 წელს ის ხარაგაული-ბაღღათის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა 2020 წლუიდან ის კვლავ ხარაგაულის გამგებელია.
ავტორი: ნიუპრესი