|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში მოსახლეობა შენობის და მიწის ნაკვეთის ჩინელებზე გასხვისებას აპროტესტებს

ხარაგულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბორითის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში არსებული შენობის და მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მთავრობა ცდილობს სოფელში არსებული საავადმყოფოს ძველი შენობა და მიწის ნაკვეთი ჩინელებზე გაასხვისოს.

„აღნიშნული შენობა ჩვენ შევინარჩუნეთ, არ მივეცით არავის გაძარცვის ნება. ახლა მთავრობა ცდილობს,  შენობა და ტერიტორია ჩინელებზე გაასხვისონ, რასაც არ დავუშვებთ. გვჭირდება ეს ტერიტორია სოფელს და მით უმეტეს, არ გვინდა ჩინელები დასახლდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივები. მათი მოთხოვნაა შენობა და მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს და იქ სკოლა, ან სხვა დაწესებულება გაიხსნას. 

აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა პარტია „თავისუფალმა საქართველომ. იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია აცხადებს, რომ მცირემიწიან სოფელში მიწის პრობლემა ადგილობრივებს აქვთ და მისი უცხოელებზე გასხვისება არ უნდა ხდებოდეს.

„არ აქვს მნიშვნელობა ჩინელი იქნება თუ სხვა, სოფელში მიწის პრობლემაა, ოჯახი რომ გაიყოს, მათთვის არაა მიწა და თუ ასეულობით უცხოელი დასახლდება, ადგილობრივებს პრობლემა შეექმნებათ. დიდი განვითარების იმედი კი არ გვაქვს ამათ ხელში, მაგრამ რომ შეიცვალოს სიტუაცია და განვითარდეს ქვეყანა, სოფელს საკუთარი ტერიტორია არ ექნება, ამიტომ ვაპროტესტებთ მსგავს გადაწყვეტილებას“,-განაცხადა გოგი წულაიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა