|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულს ტრაქტორმა გადაუარა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისა-შორაპნის საავტობილო გზის მშენებლობაზე ერთ-ერთი დასაქმებული დაშავდა. სამშენებლო სამუშაოებზე ბულდოზერის ოპერატორს ტრაქტორმა გადაუარა.

პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუშინეს, შემდეგ ზესტაფონში საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ერთ ქვედა კიდური მოაჭრეს.

მკურნალობის ხარჯებს ჩინური კომპანია დაფარავს.

ადგილზე იმყოფება იმერეთის მხარის რწმუნებული.

საავტომობილო გზის მშენებლობას გზებისა და ხიდების ჩინური კომპანია აწარმოებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი