კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრის კონტაქტების დადგენას ხარაგაულში ცდილობენ
თერჯოლაში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრმა ხარაგაულში გასაყიდად წიწილები წაიყვანა. შემთხვევა 29 მარტს მოხდა, იქამდე, ვიდრე გაიგებდა, რომ მისი შვილი ვირუსით იყო დაავდებული.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანსაცვის ცენტრის უფროსის შმაგი ხიჯაკაძის განცხადებით, მამაკაცმა წიწილები ცხრა ოჯახს მიყიდა. უწყება კონტაქტში მყოფი პირების დადგენაც ცდილობს, ის ოჯახი კი ვისთან თერჯოლელი მამაკაცი სახლში იმყოფებოდა თვითიზოლაციაშია.
მომხდარმა ფაქტმა მუნიციპალიტეტში მოსახლოების შეშფოთება გამოიწვია, თუმცა ჯანდაცვის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომი არავის აქვს და საფრთხეც არ არის, რადგან მამაკაცის, რომელმაც წიწილები გაყიდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თერჯოლის მკვიდრს, ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი 30 მარტს დაუდგინდა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში მაღალი ტემპერატურით და ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს.
ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, ლომბარდში მუშაობდა, მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თბილისში, კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით მივიდა, თუმცა კორონავირისზე ანალიზი არ აუღეს და ვირუსი თერჯოლაში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობა უტარდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი