ხარკოვში იმერეთის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო
ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დელეგაცია მონაწილეობას იღებს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 24-25 სექტებერს მიმდინარე მეშვიდე საერთაშორისო ტურისტულ ფორუმში სახელწოდებით: ,,ხარკოვი-პარტნიორობა ტურიზმის სფეროში’’.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა, ფორუმის პირველ დღეს პლენარულ სესიაზე წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,ტურიზმი, როგორც ქალაქის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება’’. ფორუმის ფარგლებში, მთავარ საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოების გამოფენა, რომელიც კიდევ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება ხარკოვის სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებში.
ავტორი: ანა ჯიქია