|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ხათუნა ბაკურაძე პარიზის შოკოლადის კონკურსზე საუკეთესოებს შორის მოხვდა [VIDEO]

ქართველი გოგონა ხათუნა ბაკურაძე პარიზში გამართულ ფრანგული დესერტის საერთაშორისო კონკურსის საუკეთესო ექვს კონდიტერს შორის მოხვდა.  

 საკონდიტრო კონკურსი "ტროფი"  პარიზში ყოველწლიურად იმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. წელს კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხათუნა ბაკურაძე კონკურსის ერთადერთი ქალი მონაწილე აღმოჩნდა. მას შოკოლადის მომზადებაში ნინო მეგრელაძე ეხმარებოდა. 

 კონკურსის მინდინარეობისას "ნიუპრესმა" შეძლო წარმატებულ ქართველ კონდიტერთან გასაუბრება.  როგორც ხათუნა ბაკურაძემ განაცხადა, ვიდრე ამ პროფესიას დაეუფლებოდა, ის ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. 

  შოკოლადის კონკურსი 1-ელ ნოემბერს გაიხსნა და 3 დღე გაგრძელდა. 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკა ლელაძე