|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელფასებიც გაიზარდა და დანამატიც გაიცემა" - მერაბ მეშველიანი

ქუთაისის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი მერიის მიერ სახელფასო დანამატების გაცემის ფაქტებს ეხმიანება.

"ხელფასის ზრდის დროს აღინიშნა, რომ დანამატი და პრემია გაერთიანდებოდა და საერთო ჯამით გაიცემოდა ხელფასი, თუმცა ხელფასებიც გაიზარდა და დანამატიც გაიცემა. შეიძლება სტიმულის მისაცემად მათვის არსებობდეს "ბონუსური " სისტემა, მაგრამ მნიშვნელოვანი არსებობდეს  ისეთი ობიექტური სისტემა, რომელიც სამართლიან მდგომარეობაში ჩააყენებს თანამშრომლებს."-აცხადებს მერაბ მეშველიანი.

დეპუტატის  განმარტებით, მნიშვნელოვანია, იცემა თუ არა დანამატი იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ამას მართლა იმსახურებენ და ხომ არ არსებობენ პრივილეგირებული პირები?! მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია, კონკრეტულად რა სამუშაოების შესრულების შემდეგ გაიცა დახმარება. დეპუტატის თქმით, თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები ობიექტური და სამართლიანი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ  მაისში, სახელფასო დანამატის სახით 14 131 ლარი გასცა. ახალი მერის პირობებში, შვიდი თვის განმავლობაში,  ქუთაისში პრემია-დანამატი სამჯერ გაიცა, რაც 92 218 ლარს შეადგენს. პირველად ახალი წლის დღესასწაულზე 54 937 ლარი გაიცა. სახელფასო დანამატის სახით 23 150 ლარი გაიცა აპრილში.

 

ქუთაისის მერიამ სახელფასო დანამატის სახით მაისში 14 131 ლარი გასცა

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა