|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას უდგება როგორც დაპყრობილს - ლაშა ჩხარტიშვილი

ხელისუფლება საკუთარი  ქვეყანას უდგება როგორც დაპყრობილს და ცდილობს პირადი კორუფციული ინტერესის გამო აქ დაიწყოს მორიგი მეგაპროექტი, -  აცხადებს  ლაშა ჩხარტიშვილი. ეკოლოგი და ლეიბორტისტული პარტიის წევრი ჰესების წინააღმდეგ მოსახლეობის საპროტესტო აქციებს უერთდება.

 "ხელისუფლება უდგება ქვეყანას როგორც დაპყრობილს და ცდილობს საკუთარი პირადი კორუფციული ინტერესის გამო აქ დაიწყოს მორიგი მეგაპროექტი, რომელიც გარდა ზიანისა, არაფერს მოუტანს საქართველოს და მის მოსახლეობას. ზიანი კი ძალიან დიდი იქნება, ეს არის ხეობის დაცლა,  სოფლის მეურნეობის და ტურიზმის დაკარგვა, ამასთანავე ძალიან დიდი რისკია ქუთაისისთვის. ნგრევის საფრთხე მაღალია სეისმოაქტიურობის გამო. ნგრევის შემთხვევაში კი ქუთაისის მოსახლეობის  დიდი ნაწილი, უბრალოდ, დაიღუპება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ამ ტიპის მოძველებულ ტექნოლოგიაზე უარის თქმა, და ალტერნატივების არჩევა, რომელსაც მიყვება მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყარო"- აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენჰებლობის წინააღმდეგ აქციები პერიოდულად იმართება. აქცია დღეს ნამოხვანში გაიმართა, გუშინ კი - ონში. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა