|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება უნდა გადავეჩვიოთ მავნებლობას, რომელიც სიღარიბეს ქმნის - გიორგი ნონიაშვილი

ხელისუფლება უნდა გადავეჩვიოთ მავნებლობას, რომელიც სიღარიბეს ქმნის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ნონიაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურად დაუცველების დასაქმებასთან დაკავშირებულ ინიტიატივასთან დაკავშირებით აცხადებს. 
 
 მისი განმარტებით, სიღარიბის შესამცირებლად უპირველესია კორუფციის შემცირება და ბიუჯეტის ფული მიზნობრივად გამოყენება.
 
"არასწორია: "შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები".  სწორია: "ხელისუფლება უნდა გადავეჩვიოთ მავნებლობას, რომელიც სიღარიბეს ქმნის."
ხელისუფლებამ, სოციალურ ფონი გასაუმჯობესებელიაო. ოღონდ 9 წელი ჰქონდათ ამისთვის და ახლაც ცარიელი პოპულიზმია, რაზეც პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს.
ამ ქვეყანაში 600000-მდე სოციალურად დაუცველია. წლიდან წლამდე იზრდება. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გვყავს მუნიციპალიტეტები, სადაც ყოველი მე-2, მე-3 სოციალურად დაცველი ადამიანია. (ონი, ლენტეხი, ამბროლაური, ცაგერი, მესტია, ხარაგაული, ჭიათურა, ქედა, ხულო...)
სიღარიბის შესამცირებლად:
-კორუფცია უნდა დამარცხდეს;
- ბიუჯეტის ფული ათას სისულელეში არ უნდა იხარჯებოდეს, მნიშვნელოვანის მაგივრად;
- ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული ხარჯები მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, რითაც ხეირობენ.
- გადასახადები შემცირდეს, რომელიც მძიმე ტვირთად აწვება მოქალაქეს;
- სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს ქმნიდეს ხელისუფლება, სადაც ბიზნესს ფულის ჩადება უღირს და სამუშაო ადგილები იქმნება;
- ეკონომიკა იზრდებოდეს და არა მცირდებოდეს;
კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება. თუნდაც, საწვავის აქციზის გაუქმება მნიშვნელოვნად გააიაფებდა ადამიანების ცხოვრებას.
ხელისუფლება კი, ყველაფერს პირიქით აკეთებს და ახლა უკვე ნიშნის მოგებით, იქეთ ხალხს ადანაშაულებს მათივე სიღარიბეში.შრომა არ უყვართო", -  წერს ნონიაშვილი  სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა