|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადამიანების ცემა საზოგადოების თვალწინ მოხდა და ეს იყო პიკი"- მერაბ ღოღობერიძე

ბათუმში აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქციის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას იღებს ორგანიზაციის "მე ვარ თავისუფალი მოქალაქე" თავმჯდომარე.

მერაბ ღოღობერიძე  რუსთავი 2-თან საუბარში აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები სწორედ მან დაიწყო საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. მისი თქმით, აქცია აჭარის რეგიონში გამოყენებული არაპროპორციული ჯარიმებისა და საპატრულო პოლიციის უფროსის ქსენოფობიური ჯარიმების გამო დაიგეგმა. 

მისი თქმით, უმართავი პროცესების  პროვოცირება პოლიციასა და მამა-შვილს შორის მომხდარმა ფაქტმა მოახდინა.  "საზოგადოების თვალწინ მოხდა ადამიანების ცემა და ეს იყო პიკი,“ - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ. მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. "არ შეიძლება პოლიცია ასე აგრესიულად ექცეოდეს აჭარაში მოქალაქეებს"- განაცადა მან.  

შეგახსენებთ, რომ მერაბ ღოღობერიძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქციას Facebook გვერდზე აანონსებდა და შემდეგ უკვე, საკუთარ სოციალურ ქსელში შემდგარი აქციის ფოტოებიც განათავსა.

ის წარსულში რამდენჯერმე იყო დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აქციებისას, მათ შორის შარშან ლევან ვარშალომიძისათვის ფეხსაცმლის სროლის გამო. ბათუმსა და პოლიტიკურ პარტიებში მას სუსთან კავშირში ადანაშაულებენ.  

მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, სამართალდამცველებს ის  ჯერ არ დაუკითხავთ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა