|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლების პიარსამსახურების ხარჯები 2 მილიონამდე ლარით გაიზარდა

არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო”  ხელისუფლების მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. 

კვლევის თანახმად,  2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაზრდილია როგორც პიარსამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი ანაზღაურება. 

კვლევის ავტორებს ინფორმაცია ყველა უწყებამ არ მიაწოდა, მთავრობის ადმინისტრაციამ კი საერთოდ, არაზუსტი ინფორმაცია გაუგზავნა. 194 უწყებიდან მიღებული ახალი ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საბიუჯეტო უწყებების პრესსამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება 1.9 მლნ ლარით არის გაზრდილი. გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობაც.

როგორც კვლევამ აჩვენა,  ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული ასე გამოიყურება:


პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა