|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლების რეაგირება არ იყო დროული"- სახალხო დამცველი

ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლების რეაგირება არ იყო დროული. ნანუაშვილი გმობს ვანდალურ ფაქტს და აცხადებს, რომ პოლიციის უმთავრესი ვალდებულება მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაა.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წელს 11მარტს ბათუმში, აჭარის პოლიციის მთვარ სამმართველოსთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას და მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადმიანის ფუნდამენტური უფლებაა. პოლიციის უმთავრესი ვალდებულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და იმედოვნებს, რომ პოლიცია არ გაცდება კანონის ფარგლებს და უზრუნველყოფს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ პირებს, მათ შორის ავტომობილის მძღოლს, რომლის დაჯარიმებასაც მოყვა პროტესტი. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური, ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს", ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა