|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხმა ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას მივეცი - გრიგოლ ვაშაძე

ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას მივეცი ხმა. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მან თავისი არჩევანი ქუთაისი 22-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

მისი თქმით, ქუთაისში გამარჯვების იმედი აქვს. 

"პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას მივეცი ხმა.  იმას,  რომ მოსახლეობის 50% აღარ იყოს შიდა ემიგრაციაში, ხელისუფლებას და სახელმწიფოს არ თვლიდეს არათავისიანად. იმას მივეცი ხმა, რომ საქართველოს ეროვნული თანხმობა მოხდეს. განწყობები არის ისეთი, რომ წესით, ქუთაისში უნდა მოვიგოთ. პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოში არასოდეს ყოფიპა, მრავალპარტიული და განსხვავებული", -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა