|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხმა მივეცი ახალ ძალას და ახალ იმედს ქართულ პოლიტიკაში - ანა ნაცვლიშვილი

ხმა მივეცი ახალ ძალას და ახალ იმედს ქართულ პოლიტიკაში. ამის შესახებ „ლელო საქართველოსათვის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მან დღეს  ხმა ქუთაისის N66 საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მისცა.

“მე ხმა მივეცი ახალ ძალას და ახალ იმედს ქართულ პოლიტიკაში. ძალას, რომელსაც თამამად მივანდობ ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების დღევანდელ და ხვალინდელ დღეს. დღეს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ ორ საქართველოს შორის: ან ვირჩევთ სიღარიბეს და უიმედობას, ან ვირჩევთ სიახლეს, რომელიც შექმნის საქართველოს ძლიერ, წელში გამართულ სახელმწიფოს. მე ვირჩევ რეალურ სიახლეს. კიდევ ერთხელ მივმართავ მოქალაქეებს, არ დარჩეთ სახლში, თქვენი ხმა გადამწყვეტია“, -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა