|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატო ქათამაძეს საკრებულოს სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]

ქუთაისში საკრებულოს სხდომა  ხმაურით დაიწყო.

საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ნატო ქათამაძემ  ქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც მერიის პროექტს "კორპუსი" თანხები ეზრდება.

მისი თქმით, ეს პირდაპირ ემსახურება წინაასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გულის მოგებას.

დეპუტატის გამოსვლა უმრავლესობის წარმომადგენელმა გელა გაბადაძემ გააპროტესტა და ქათამაძის შეურაცხმყოფელი გამოთქმებით მიმართა.

 ქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პროგრამა კორპუსის დაფინანსება 526 ათასი ლარით გაიზარდა.  მერის სარეზერვო ფონდს 100 ათასი ლარი დაემატა. მარტივი ტიპის სპორტული მოედნების რეაბილიტაციისათვის დამატებით 300 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი