ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე
ქუთაისში ,,პატრიოტთა ალიანსის" ღონისძიებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ, პარტიის ლიდერისთვის პუტინის გამოსახულებით სტიკერი გადაეცათ და კითხვა დაესვათ, არის თუ არა "რუსეთი ოკუპანტი"?,
თუმცა, მათ კითხვაზე პასუხის ნაცვლად საპასუხო დაპირისპირება მიიღეს.
ლომიას თქმით, თავად აქტივისტები არიან მოსყიდულები და მან აქტივისტს სტიკერის შუბლზე გაკვრა ურჩია.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ისინი სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა