|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ"

ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ. ის არის უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც გულთანმიიტანს ყველა თქვენგანის პრობლემას და იქნება თქვენი ხმა პარლამენტში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმახონის მოსახლეობას ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილიწარუდგინა. „საქართველოს უნდა დავუბრუნოთ ღირსეული ადგილი რუქაზე, ის კუთვნილი პატივისცემა, რომელსაც ნამდვილადიმსახურებს. საქართველო ისევ უნდა გახდეს დიდი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვართ. ამისთვის „ქართული ოცნების“ხელისუფლება მზად არის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საზოგადოებრივი თანხმობისმიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი გუნდი, რომელიც შედგება როგორცახალი, ასევე ძველი წევრებისგან. „ ჩვენ გთავაზობთ, რომ აღარ დავყოთ საზოგადოება. გთავაზობთ, გავერთიანდეთ, დავდგეთ ყველანიერთად უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სამშობლოს, უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის“,-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ხონისმოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა. „უამრავი მშობლიური სახე ვნახედღეს და ასეთი თბილი მიღებისთვის მადლობას გიხდით. პირადად მე ხონთან რამდენიმე წლიანი მეგობრობა მაკავშირებს. 2011-2012 წლებიერთად გამოვიარეთ. ხონის რაიონში მარჯანიშვილების ოჯახიდან დაიწყო „ქართული ოცნება“. ჩუმად ვიკრიბებოდით სახლში. მაშინიქმნებოდა აქტივი, მუხტი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდა. მინდა, რომ ეს დღე იყოს საწინდარი იმ კეთილდღეობის, რომელიცსაქართველოსა და ხონის რაიონს წინ ელოდება“,-აღნიშნა გიორგი ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძესთან ერთად ასევე  ესწრებოდნენ  „ქართულიოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები-გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე, დავით ლორთქიფანიძე და ოთარ ჩრდილელი. 

(R)

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა