|
  • EUR 1 = GEL 3.8812
  • USD 1 = GEL 3.3332
|

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას ოჯახი დააყაჩაღეს

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა სენაკში წუხელ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები, გაურკვეველი რაოდენობის თანხა და სხვა ნივთები.

სახლში ყაჩაღობის დროს ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.38%
უარყოფითად - 50%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.62%
სულ - 104 ხმა