|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა შენობა, რომელშიც სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულტორია ფუნქციონირებდა.

შენობაში ხანძარი დაახლოებით 11 საათზე გაჩნდა. მასწავლებელების თქმით, მესამე გაკვეთილი მიმდინაროებდა, რა დროსაც ხანძარი შენიშნეს, დაიწყეს ჩაქრობა და გამოიძახეს სახანძრო სამსახური.

ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, დამწვარია დაახლოებით 500 კვ მეტრი ფართობი. შენობიდან ბავშვების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სკოლაში სასწავლო პროცესი შენობის აღდგენამდე ვერ განახლდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანაძრო ცისტერნა და 35 მეხანძრე მაშველი მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი