|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განაჩენი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში.

მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.

აღნიშნულს დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. მან სასამართლოს შენობა პროტესტის ნიშნად დატოვა და აქციები დააანონსა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვდა.

შეგახსენებთ,  პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს.

მკლელობის ბრალდებით 2  არასრულწლოვანი დააპატიმრეს. მათგან ერთს - გ.ჯ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით აქვს  წარდგენილი (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და ჯგუფურად), ხოლო მეორეს - გ.ბ-ს სსკ-ის109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ).

გარდა ამისა, მომხდართან დაკავშირებით 5 პირი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა