|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ხუმრობას ვერავინ აგვიკრძალავს“- ნიკა ქავთარაძე

"იუმორი, როგორც მე-6 გრძნობა"- ამ თემაზე დღეს იუმორისტმა ნიკა ქავთარაძემ  საჯარო ლექცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

ქავთარაძემ "ნიუპრესთან" საუბარში კომენტარი  რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოლოდინი არ არის იმედით აღსავსე, რომ სასამართლო, სავარაუდოდ, "რუსთავი 2"-ისთვის კარგ განაჩენს არ გამოიტანს. თუმცა საფრთხე, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ემუქრება, იუმორს ვერასდროს მოერევა.

 „იუმორს აქვს ასეთი უნარი, შეგიძლია ნებისმიერი სივრციდან დასცინო მას, ვინც სასაცილოდ იქცევა, ამიტომ ხუმრობას ვერავინ აგვიკრძალავს. თუ არ ვიქნებით ტელევიზიაში, ვიქნებით სხვა სივრცეში,  იქნება ეს "რუსთავი 2"-ის, "კომედი არხის" ეთერი თუ ასეთი შეხვედრები“, - განაცხადა იუმორისტმა.  

მსგავსი შეხვედრა უნივერსიტეტში პირველად მოეწყო და თემამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა