|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

“ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, ეს არის კატასტროფა"-გოგი წულაია [VIDEO]

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება სცადა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

წულაიამ პერფორმანსით ქუთაისის მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა გააპროტესტა.

ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და წულაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა წულაიას შეშა ჩამოართვეს და უთხრეს, რომ ტროტუარზე ცეცხლის დანთება არ შეიძლება.

“ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, პური არ ცხვებოდეს და იყიდებოდეს, საბავშვო ბაღები და სკოლა იკეტებოდეს, გაზი და დენი არ იყოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენს მერს ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს, რადგან ვერ უზრუნველყო მოქალაქეებისათვის ელემენტარული პირობების შექმნა. მინდოდა ცეცხლი დამენთო და მოსახლეობისათვის მომეწოდებინა მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ,”-განაცხადა წულაიამ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი