|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვლავ შეჩერებულია

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვლავ შეჩერებულია. ამ დრომდე ვერ შესრულდა რეისი ატირაუს და აქტაუს მიმართულებით.

მგზავრების ნაწილმა საკუთარი სახსრებით მოახრეხა სასტუმროებში დაბინავება, ნაწილი კი აეროპორტში იმყოფება.  როგორც ისისნი აცხადებენ,  არ იციან, როდის განხორციელდება ფრენა. მათი თქმით, ვერც ყაზახეთში მყოფ ახლობლებთან ახერხებენ კომუნიკაციას.

კომპანია "ფლაი არისტანის" ინფორმაციით, ატირაუსთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება, აქტაუს მიმართულებით კი ფრენები გადაიდო და ზუსტი დრო როდის განხორციელდება, უცნობია.

მისი ინფორმაციით, ელოდებიან განახლებულ ინფორმაციას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა