ყოჩივარდების გაყიდვით გადასახადს ვერ გადავიხდით! - ყვავილებით მოვაჭრეების აქცია ქუთაისის მერიასთან
ხმაური იყო დღეს ქუთაისის მერიასთან. აქცია გამართეს გარემოვაჭრეებმა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათ ყვავილებით ვაჭრობა აუკრძალა.
"ბაზრის ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, რადგანაც ყოჩივარდების გაყიდვით გადასახადს ვერ გადავიხდით, "-აცხადენენ აქციის მონაწილეები.
ისინი მერისაგან დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა